ახალი ამბები
გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნიუ-იორკში ჭიდაობის სკოლაში მუშაობს
გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პრაქტიკოს მასწავლებლად ამერიკაში, კერძოდ ,,ნიუ-იორკის რეგიონალურ საწრთვნელ ცენტრში’’ მუშაობს. ეს ცენტრი ნიუ-იორკიდან 71 მილის დაშორებით ნიუ-ჯერსიში მდებარეობს.

როგორც ჭიდაობის სკოლის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ აფიშიდან ირკვევა, ხინჩეგაშვილი ამ ცენტრის პრაქტიკოს-მასწავლებელია.

ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, პრაქტიკოს-მასწავლებლის ფუნქციებს დღესაც აგრძელებს. ამერიკაში ბოლო ვიზიტი მას 2022 წლის 11-17 იანვრის პერიოდში ჰქონდა.

ჩვენს მიერ მოპოვებული აფიშით ირკვევა, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საწვრთნელი ვარჯიშები სავარაუდოდ 2021 წლის ნოემბერშიც ჩაატარა. კერძოდ, 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ აფიშაზე აღნიშნულია, რომ იმ დღით ერთ-ერთი ტურნირის მონაწილეებს წვრთნები შეეძლოთ გაევლოთ აფიშაზე გამოსახულ ცნობილ სპორტსმენებთან.



იმყოფებოდა თუ არა ნიუ-იორკში 2021 წლის 16 ნოემბერს (თბილისის დროით – 17 ნოემბერი)? ამის დამამტკიცებელი სხვა საბუთი, გარდა აფიშისა, არ მოგვეპოვება.

შესყიდვების ვებ-გვერდზე 2021 წლის 17 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე არც ერთი დოკუმენტია გამოქვეყნებული, სადაც ხელს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აწერს.

ამ ვებ-გვერდის მიხედვით, გორის მერმა ,,კაფე 22’’-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას 2021 წლის 16 ნოემბერს (ნიუ-იორკის დროით 15 ნოემბერს) მოაწერა ხელი. ამის შემდეგ, მისი ხელმოწერის კვალი 22 ნოემბრამდე არ ჩანს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუშაობას, გორის მერის რანგში, 2021 წლის 29 ოქტომბრეს შეუდგა. თუკი აფიშას დავუჯრებეთ, ის ნიუ-იორკში 16 ნოემბერს (თბილისის დროით 17 ნოემბერს) იმყოფებოდა. თუმცა, ამის დამამტკიცებელი სხვა საბუთი არ გვაქვს.

რაც შეეხება 2022 წლის იანვრის შვებულებას, აქ საქართველში მისი არყოფნა სწორედ დოკუმენტების მეშვეობით დამტკიცდა. ბოლო დოკუმენტს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 2022 წლის 5 იანვარს მოაწერა ხელი. 11 იანვრიდან კი მერის მოვალეობის რანგში მისი პირველი მოადგილე გამოჩნდა.




ის, რომ 2022 წლის იანვრის შვებულება გორის მერმა ამერიკაში გაატარა, პირადად არც დაუმალავს. მან ფოტო ინსტაგრამზე დაბრუნების შემდეგ 21 იანვარს გამოაქვეყნა. ფოტოზე ნიუ-ჯერსის სანაპიროდან გადაღებული ნიუ-იორკი ჩანს. რაც შეეხება გორის მერიას, აქ დღემდე განმარტება არ გაუკეთებიათ, თუ რა მიზნით იმყოფებოდა გორის მერი ამერიკაში არჩევიდან სულ რაღაც 2 თვეში.

,,ნიუ-იორკის ჭიდაობის რეგიონალური ცენტრი’’ 2017 წელს დააფუძნა უკრაინელმა სპორტსმენმა – ვალნტინ კილინკამ. მსგავსი სკოლა კლინიკას უკრაინაშიც აქვს გახსნილი. ლადო ხინჩეგაშვილი უკრაინის სკოლის ხშირი სტუმარიცაა.

ნიუ-იორკის ჭიდაობის სკოლაში საქართველოდანაც ხშირად მიდიან, მათ შორის გორიდან. მაგალითად, ამ სკოლაში გაიარეს ტრენინგები – გორის სპორტის სკოლის წარმომადგენელებმა – დათო ტლაშაძემ, ბექა ბუჯიაშვილმა და სხვებმა. ამჟამად, ამ სკოლაში ავთანდილ კეჭაღმაძე მუშაობს.

ოფიციალური საიტიდან ირკვევა, რომ ნიუ-იორკის სკოლის მოსწავლეები საქართველოშიც ხშირად ჩადიან, კერძოდ სკოლის დამფუძნებელმა გორში საზაფხულო ბანაკი ჩამოაყალიბა, სადაც ამერიკელი სპორტსმენები გორელ თანატოლებთან ერთად ვარჯიშობენ. მერად არჩევამდე ამ პროცესს გორში ლადო ხინჩეგაშვილი კურირებდა.


გაგრძელება

გორის მერიაში უარყოფენ, რომ მერობის პერიოდში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მასტერკლასებს ატარებს
Print

სტატიის გამოყენების პირობები