ახალი ამბები
გორის სამშობიარო კლინიკიდან 285 000 ლარი დაიკარგა
გორის კერძო სამშობიარო კლინიკის ხელმძღვანელობა ორგანიზაციის ყოფილ მთავარ ბუღალტერს თანხის მითვისებაში და გაფლანგვაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კლინიკის დირექტორმა ჯუმბერ გოგიაშვიმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ორგანიზაციის ანგარიშიდან მოხსნილი და დაკარგული თანხა 285 000 ლარს აღწევს.

,,საქმეს 4 საგამოძიებო უწყება იძიებს. სასამართლო პროცესებიც დაიწყება" - გვითხრა ჯუმბერ გოგიაშვილმა.

ბუღატერმა კლინიკა 2015 წლის დეკემბერს დატოვა.

,,მოვიდა ბუღალტერი ჩემთან და გამომიცხადა, რომ სამსახურიდან მიდის. აღმოჩნდა, რომ თანხები ანგარიშიდან მოხსნილი იყო" - ამბობს ჯუმბერ გოგიაშვილი.

სამშობიარო კლინიკის ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელსა და დირექტორს შორის, მანამდე რაიმე დაპირისპირებას და უთანხმოების ფაქტის არსებობას, ჯუმბერ გოგიაშვილი გამორიცხავს.

დირექტორისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა კლინიკის ფინანსების განმკარგავის ქმედება და საქმეში საგამოძიებო უწყებები ჩართო.

გამოძიებას შემოსავლების სამსახურიც აწარმოებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები