ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 27-31 იანვარს მოსალოდნელია ნალექი
27 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:

28-30 იანვარს მცირე ნალექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

29 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს.

31 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 27 იანვარს ნალექიანი, ხოლო 28 იანვრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები