ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 805 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 27 იანვარი
27 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის17 484 ახალი შემთხვევა.

გასულ დღე-ღამეში კოვიდით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარაში – 2 255, იმერეთში – 2 222, ქვემო ქართლში – 812, შიდა ქართლში – 805, გურიაში – 314, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 766, კახეთში –656, მცხეთა-მთიანეთში – 320, სამცხე-ჯავახეთში – 298, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 47.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდის 113 771 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, მათგან 4 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 989, აჭარაში – 658, იმერეთში – 979.

მძიმე პაციენტია 980 პირი, მათ შორის, თბილისში – 426, აჭარაში – 127, იმერეთში – 274. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი, მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 50, იმერეთში – 24.
Print

სტატიის გამოყენების პირობები