ახალი ამბები
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხაშურის სამუსიკო სკოლას, რომლის შესაკეთებლად 90 000 ლარი უკვე დაიხარჯა
ხაშურის მუსიკალური სკოლის შენობის ეზოს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის გამო ხაშურის მერიამ 320 000 ლარი გამოყო.

ეს ის შენობაა, რომლის რეაბილიტირებული ფასადიდან ფილები 3-ჯერ ჩამოცვივდა. 2016-2019 წლებში კომპანა ,,რემონტალი'' ცდილობდა დაემტკიცებინა ის ფაქტი, რომ შენობის ფასადიდან იმიტომ ცვივა, რომ პროექტი ცუდად იყო შედგენილიყო.

სასამართლომ მას დამატებით მხოლოდ 30 000 ლარის სამუშაოების შესრულება დაავალა. მანამდე 88 000 ლარი ჰქონდა ათვისებული.

დღეს მუსიკალური სკოლის შენობა ასე გამოიყურება. ხოლო ხაშურის მერიამ, ამ შენობის ფონზე, ბაღის მოწყობა.

რეაბილიტირებულ პარკში ვიოლინოს ფორმის ფანტანი მოეწყობა. გათვალისწინებულია ველოსადგომი და ავტოსადგომი.

მუსიკალური სკოლის ტერიტორიიდან გოგებაშვილის ქუჩაზე პიანინოს გასაღების სტილის ფორმის ჩასასვლელ კიბეს გააკეთებენ. შენობა განათდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები