ახალი ამბები
ქარელის მერია ტატამებს ყიდულობს იმ თანხით, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაუქმებით გამოთავისუფლდა
დღეს ქარელის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს.

დაახლოებით 30 000 ლარი ტატამების შესაძენად გაითვალისწინეს.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, ეს თანხა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაუქმების შემდეგ გამოთავისუფლდა.

საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მერიის წინადადება მოიწონა და პროექტი დაამტკიცეს.

საკითხს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. განსაკუთრებით მწვავე იყო გახარიას გუნდის წარმომადგენლის ვასიკო ბაქრაძის შეფასება. მას არც გაუკვირდა ის ფაქტი, რომ მერიამ ასეთი ცვლილებები მოიფიქრა და ტატამების შეძენა გადაწყვიტა.

ვასიკო ბაქრაძე 2013-2021 წლებში  ქარელის კულტურის სამსახურის უფროსი იყო. ქარელში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაძლიერება მისი ერთ-ერთი მიმართულება იყო. თუმცა, ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, სასახლეც გააუქმეს.

ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი აცხადებს, რომ სასახლის გაუქმება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არ უკავშირდება. აღიარა რომ ქარელში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახელით ორი დაწესებულება არსებობდა. ერთი იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, მეორეკი მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი.

სახელწმიფო აუდიტმა მერიას ორი მონათესავე დაწესებულების ოპტიმიზაცია შესთავაზა. მერიამ კი სახლი საერთოდ გააუქმა. ,,ცენტრი" კი დატოვა.

,,სახლის" 6 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა. ისინი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ოჯახის წევრები არიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები