ახალი ამბები
კოვიდის გავრცელების გამო გორის მუნიციპალიტეტში 18 სკოლა დაიხურა
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის გამო, ქალაქ გორსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სოფლები 18 სკოლა დახურულია.

კოვიდის გავრცელების გამო, სრულად დისტანციურ რეჟიმზე რჩება შემდეგი სკოლები:

ქალაქი:
N3, N4, N6, N10, N7, N11 და N12

სოფლები: ქვახვრელი, ქერე, ახალდაბა, მეღვრეკისი, მეჯვრისხევი, ზერტი, სვენეთი, ერგნეთი, ფხვენისი, შავშვები, ახრისი.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ცნობით, ამ სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი დასრულდება 3-4 თებერვალს. კერძოდ:

3 თებერვლამდე სრულად დისტანციური სწავლის რეჟიმზე რჩება ქვახვრელის, ქერეს, ახალდაბის, გორის N4 და N12 საჯარო სკოლები.

4 თებერვლამდე სრულად დისტანციური სწავლის რეჟიმზე რჩება გორის N3, N6 და მეღვრეკისის საჯარო სკოლები.

4 თებერვლის ჩათვლით სრულად დისტანციურად განახორციელებენ სწავლის პროცესს გორის N10, N7, N11, მეჯვრისხევის, ზერტის, სვენეთის, ერგნეთის, ფხვენისის, შავშვების, ახრისის საჯარო სკოლები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები