ახალი ამბები
სოციალური სიდუხჭირე ნაკვეთების ოკუპაციის შემდეგ
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მოქცევის შემდეგ მერაბ სოსანაშვილის სოციალური მდგომარეობა გაუარესდა.

ამის შესახებ გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ახაშენში მცხოვრებმა სოსანაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ესაუბრა.

მისი თქმით, დიდი ხანია, კასპის სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართავს, მაგრამ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირთათვის განკუთვნილ, სათანადო ქულებს ვერ იღებს.

მერაბ სოსანაშვილი სახლში მარტო ცხოვრობს. ჟურნალისტებს საკუთარი საცხოვრებელი პირობები გააცნო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები