ახალი ამბები
საქაშეთისა და სკრის დევნილთა დასახლებებში მზის ელექტროსადგურებს დაამონტაჟებენ
ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს დაფინანსებით, საქაშეთის და სკრის დასახლებებში 280 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური მოეწყობა.

ერედვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, მზის ელექტროსადგურის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქციები, მზის პანელები და სხვა მასალები უკვე მიიღეს. მზის ელექტროსადგურის მონტაჟს უზრუნველყოფს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია „შპს მზის სახლი“ და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება მიმდინარე წლის მაისში.

,,აღსანიშნავია, რომ საქაშეთსა და სოფელ სკრის დასახლებაში მცხოვრები ერედვის, ქურთისა და თიღვის მუნიციპალიტეტებიდან დევნილი ოჯახები მზის ელექტროსადგურის მონტაჟის შემდგომ მიიღებენ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ელექტროენერგიას უფასოდ. პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 350 00 (სამას ორმოცდაათი ათასი) ევროს ექვივალენტს ლარში.'' - აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები