Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/qartli.ge/public_html//images/temp/2016/01/04/bfcb67dfaa7f0f1fb5e8709a38619072.jpg" not exists.

ახალი ამბები
ქალაქ გორის საკრებულო იმპიჩმენტის პროცედურებისთვის ემზადება
ქალაქ გორის საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები 2016 წლის 5 თებერვლის სხდომისთვის ემზადებიან.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და მუდმივმოქმედი 4 კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხებია შესული.

საკრებულოს სხდომა დილის 10 საათზე დაიწყება.

ხელმძღვანელი პირების გადაყენებას 8 ხმა ჭირდება. ოპოზიცია (ქართული პარტია, თავისუფალი დემოკრატები და ნაციონალური მოძრაობა) საჭირო ხმების რაოდენობას აგროვებს.

გადამწყვეტი ერთი ხმა, ამჟამად, ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - თავისუფალი გორელების" წევრს იოსებ ფალელაშვილს ეკუთვნის.

მან  ,,ქართული ოცნება" დატოვა. სწორედ, ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში იმპიჩმენტების პროცედურების დაწყების შესახებ.

საკრებულოს ოპოზიციური წევრები იმედოვნებენ, რომ დილის საათებში ყველა დეპუტატი დროულად გამოცხადდება და, მაგალითად, ადგილი არ ექნება თუნდაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ვინმეს შეყოვნებას საგზაო მოძრაობის წესების უსაფრთხოების დარღვევის საბაბით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები