ახალი ამბები
ბელარუსის პრეზიდენტი განმარტავს, თუ როდის აღიარებს ,,სამხრეთ ოსეთს''
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება და პრეზიდენტი პუტინი ეტყვის, მზად არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

ამის შესახებ მან კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში ისაუბრა, განაცხადა, რომლის თარგმანს რადიო თავისუფლება აქვეყნებს.

სოლოვიოვის მიერ დასმულ შეკითხვას, "როდის ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს?", ლუკაშენკამ თავადაც შეკითხვით უპასუხა: "არის კი ამის რაიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება?".

სოლოვიოვის რეპლიკის შემდეგ, რომ "ყოველთვის არის", ლუკაშენკამ თქვა: "როგორც კი მივხვდები და პრეზიდენტი (რუსეთის) მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს".

ლუკაშენკომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხცადა, რომ "საქართველო არასდროს დასხმია თავს სამხრეთ ოსეთს. იყო იქ გიჟი და მასთან ერთად სხვები, წაქეზებული ამერიკელების მიერ, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს".

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის  პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბელარუსისგან ელოდება "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას. ამის შესახებ, როგორც სააგენტო "ტასი" იუწყება, ბიბილოვმა ჟურნალისტებს დღეს, 16 ნოემბერს, მოსკოვში განუცხადა. ანატოლი ბიბილოვი მონაწილეობდა ოსური ლიტერატურული პრემიით, "ბულამარგით" დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ კულტურის ცენტრში გაიმართა.

"ჩვენ აღიარებას ველოდებით არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდანაც. ვთვლი, რომ ისტორია, რომელიც გვაერთიანებს, აერთიანებდა საბჭოთა კავშირს და ჩვენს ხალხებს შორის არსებული ძმური ურთიერთობები რესპუბლიკის აღიარების საფუძველია", - განაცხადა ბიბილოვმა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ "სამხრეთ ოსეთის" აღიარება გაგრძელდება. როგორც ბიბილოვმა თქვა, "სამხრეთ ოსეთს" სურს მშვიდობიანი თანაცხოვრება, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის, ისე მთელი მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები