ახალი ამბები
შიდა ქართლში ,,დავითის'' სახელს 6953 ადამიანი ატარებს
შიდა ქართლში დავითი (დავით) 6953 ადამიანს ჰქვია.

ეს სახელი პოპულარობის მიხედვით, მეორე ადგილზეა.

მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

აქედან:

გორი - 3432

ხაშური - 1452

კასპი - 1037

ქარელი - 1032

ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, საქართველოში 99 143 ადამიანს ჰქვია დავითი. გასულ, 2021 წელს, ეს სახელი 693 ახალშობილს დაარქვეს.

სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყველაზე გავრცელებული კაცის სახელია გიორგი – ქვეყანაში 192 960 ადამიანს ჰქვია ეს სახელი.

რაც შეეხება ,,გიორგის'' - ეს სახელი ყველაზე პოპულარულია მამაკაცებს შორს. შიდა ქართლში სულ 18 136 გიორგი ცხოვრობს.

გორი - 8827

ხაშური - 3670

კასპი - 2738

ქარელი - 2901

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები