ახალი ამბები
ქერჩში იპოვეს ხაშურელი მებრძოლის მედალი ,,მამაცობისთვის''
იანვარში, ქერჩში, სოფ. აჯიმუშკაის მიმდებარე ტერიტორიაზე, საძიებო რაზმმა ყუმბარის ნამსხვრევით გაგლეჯილი მედალი ,,მამაცობისათვის" იპოვა.

არქივებში ძიების შედეგად მაძიებლებმა დაადგინეს, რომ მედალი ეკუთვნის ხაშურის რ-ნის სოფ. ზემო აძვისის მკვიდრს, 1915 წ. დაბადებულ ალექსი ივანეს ძე ხაჩიძეს, რომელიც დაიღუპა ბრძოლაში 1944 წლის 30 მარტს და დაკრძალულია ქერჩში, სოფ. ბაკსის სასაფლაოზე.

სამძებრო რაზმი აპირებს, რომ მედალი ივანე ხაჩიძის ნათესავებს დაუბრუნოს. ამისათვის საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს. ივანე ხაჩიძის შთამომავლები უნდა დაუკავშირდნენ ფონდ ,,დაბრუნებას''

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები