ახალი ამბები
გორის მერიაში ტინისხიდის გზების მოწესრიგებაზე ფიქრი დაიწყეს
დაახლოებით 700 000 ლარია საჭირო იმისათვის, რომ სოფელ ტინისხიდში შიდა გზები მოწესრიგედეს. ამის შესახებ გორის მერიის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია მოცემული, რომელიც დღეს შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის პირველ ნახევარში პროექტი მზად იქნება. დაიწყება თუ არა გზის მოასფალტება წელსვე, ჯერჯერობით უცნობია.

ტინისხიდის მოსახლეობა გზის მოწესრიგებას წლებია ითხოვს. ბოლო დროს, ისინი განსაკუთრებით გააქტიურდნენ სოციალურ ქსელში. ადგილობრივი მცხოვრებლები მერიას მოუწოდებენ, რომ მდგომარეობა დროულად გამოასწორონ.

,,გადათხრილია გზები, განსაკუთრებით წვიმის პერიოდში გაუსაძლისია ყოფა.'' - წერენ მერიის მისამართით მოქალაქეები. 

სოფელი ტინისხიდი მდებარეობს გორის სიახლოვეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები