ახალი ამბები
გაძვირებული ცხოვრების გასაპროტესტებლად გორში აქცია გაიმართა
დღეს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია გაიმართა. ორგანიზატორი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

მათი ღამით, ხელისუფლების დამსახურებაა, რომ მოსახლეობა გაძვირებულ გადასახადს იხდის:

,,Კომუნალური გდასახადები სულს ხდის მოსახლეობას. დენის ტარიფი გაიზარდა. ამ ფონზე სულ უფრო იზრდება ფასები სურსათზეც და მედიკამენტებზეც. Ხელისუფება კი დაგვცინის და გვარწმუნებს, რომ ჩვენი ეკონომიკა დუღს"- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მიმდინარეობისას მობილიზებული იყო პოლიცია. ისინი ენმ-ს წევრებს მოუწოდებდნენ, რომ შენობიდან 20 მ-ის მანძილზე დამდგარიყვნენ.

ასევე, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდები აქციის მონაწილეებთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ენმ-ს წევრებს პროტესტის გამოთქმის უფლება არა აქვთ. კონტრაქციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული ჰქონდათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები