ახალი ამბები
კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები 120 ლარს მიიღებენ / ერედვის მუნიციპალიტეტი
კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები 120 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ განცხადებას ერედვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, 120 ლარი ერთჯერადი თანხაა, რომელსაც დევნილი მუნიციპალიტეტის გამგეობა გასცემს:

,,მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, ერთჯერადი სოციალური შემწეობის გაცემასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს განვუმარტავთ, რომ ერთჯერად დახმარებას 120 ლარის ოდენობით მიიღებენ მხოლოდ ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახები, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა დასახლებებში და განსახლებული არიან კერძო სექტორში. ის ოჯახები, რომლებიც დევნილთა დასახლებებში ცხოვრობენ, დახმარების სახით ეტაპობრივად მიიღებენ სასურსათო კალათას (პირველად საკვებ პროდუქტებს).'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა განთავსებულია თბილისში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები