ახალი ამბები
კასპის სოფელ ახალქალაქში 45 წლის მამაკაცი მოკლეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში 1984 წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, გარდაცვლილია 46 წლის მამაკაცი.

გამოძიების ევრსიით, ბრალდებულმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ურთიერთშელაპარაკებისას, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს - 1976 წელს დაბადებულ ა.ს.-ს. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები