ახალი ამბები
გორის მერიაში განიხილავენ გეგმას, თუ სად გადავიდეს სამაშველო სამსახურის შენობა
როდესაც გორის განაშენიანების გეგმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს გააცნეს, გამოითქვა მოსაზრება, რომ სამაშველო სამსახურის შენობა გადავიდეს წმინდაწყალზე ან კომბინატში.

ეს მოსაზრებები ასახულია იმ ოქმში, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ შეადგინეს.

პროექტის პირველ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეხვედრისას გამოვლინდა გორში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ობიექტის საჭიროება, კერძოდ კი კომბინატის დასახლებაში.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აუცილებელია სახანძრო სამსახურსა და დანიშნულების ობიექტს შორის მანძილი 10 წუთის სავალზე იყოს. იმის გამო, რომ წმინდაწყალზე, გადატვირთული მოძრაობის გამო, გავლა შეუძლებელია, აუცილებელია სამსახურის გადატანა სხვა უბანში.

შეხვედრაზე დაისვა კითხვა: რამდენად სწორად მიგაჩნიათ სამომავლოდ წმინდაწყალზე მიწის რესურსის გამოყოფა მასზე დამატებითი ხიდების განთავსებით უსაფრთხოების მიზნით? რამდენად მისაღები და დამაკმაყოფილებელია 6 სახანძრო-სამაშველო მანქანის გათვლა 1.2 ჰა-ზე?

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების; შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლების პოზიცია ასეთია:

,,აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე არსებული სახანძრო-სამაშველო ობიექტი საკმარისია, თუმცა ეს დამოკიდებულია თუ როგორ განვითარდება ტერიტორიის განაშენიანება. წმინდაწყლის ტერიტორიაზე გამავლობა რთულია გადატვირთლი სამანქანო მოძრაობის გამო, რაზეც საპროექტო ჯგუფმა განმარტა, რომ სატრანსპორტო სპეციალისტი მუშაობს გადატვირთული ქუჩების გამოთავისუფლების საკითხზე.''

,,აღინიშნა, რომ ქალაქის მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია დამატებითი ხიდების განთავსება. დღეს-დღეობით არის 4 გარაჟი 7 სახანძრო-სამაშველო მანქანით.''

,,აღინიშნა, რომ სასურველია ქვეგანყოფილებების სახით დაიგეგმოს სამაშველო ჯგუფების ან/და სახანძრო-სამაშველო ობიექტების განთავსება ქ. გორის მიმდებარე ტერიტორიებზე. 1.2 ჰა-ს სახანძრო სამაშველო მომსახურება არ გულისხმობს ცალსახად მანქანების განთავსებას. ამასთანავე აუცილებელია შენობა-ნაგებობის, კაზარმების, მოსასვენებელი ოთახების, სავარჯიშო კოშკის, ავტოფარეხებისა და შესაკეთბელი სახელოსნოს მოწყობა.''

,,აღინიშნა, რომ 6 მანქანიანი სახანძრო-სამაშველო ობიექტი შესაძლოა საკმარისი იყოს რაიონულ მასშტაბზე.''

ამავე სხდომაზე დაისვა საკითხი, თუ რამდენად მოხერხებულია გორის მიმდებარე სოფლებიდან ქალაქ გორში მისვლადობა.

3 გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების; შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლების პოზიცია ასეთია:

არის რამდენიმე ჩიხი სოფელი, მაგრამ ამათ გარდა სხვა სოფლებს არ უძნელდებათ ქალათან მისვლადობა.

გამტარიანობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა უმჯობესი იქნებოდა დამატები ხიდების არსებობა როგორც მდინარე ლიახვზე, ასევე მდინარე მტკვარზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები