ახალი ამბები
დოესსა და გრაკალში 4 კმ-იანი არხი ხე-ბუჩქნარებისგან იწმინდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დოესსა და გრაკალს შორის სარწყავ არხს ასუფთავებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაციის სამსახური ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, სოფელ დოესსა და გრაკალში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან დაახლოებით 4 კილომეტრი სიგრძის არხები იწმინდება.

,,ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს; შედეგად, სოფელ დოესისა და გრაკალის 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. საირიგაციო არხების აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები