ახალი ამბები
გორში საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავენ
ამ წუთებში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურები მიმდინარეობს. პროცედურებში მონაწილეობაზე უარი კოალიცია „ქართული ოცნების“ 5-მა დეპუტატმა, ასევე „ლეიბორისტული პარტიისა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა განაცხადეს.

საბოლოო ჯამში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაში მონაწილეობას 7 დეპუტატი არ იღებს. ქალაქ გორის საკრებულოში სულ 15 წევრია.

საკრებულოს სხდომა დილის 10 საათზე დაიწყო. სხდომაზე სულ 26 განსახილველი საკითხია, მათ შორის გორის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ და საკრებულოს კომისიის 4 თავმჯდომარის გადაყენების შესახებ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები