ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 834 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 16 თებერვალი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 315 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 496 156.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 32.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 31.51%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 894 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 300 062.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 683 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 055 შემთხვევა, აჭარა - 960, იმერეთი - 2 233, ქვემო ქართლი - 907, შიდა ქართლი - 834, გურია - 470, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 131, კახეთი - 1 118, მცხეთა-მთიანეთი - 286, სამცხე-ჯავახეთი - 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 86.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 180 385 საიდანაც:

5 974 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 382, აჭარაში - 696, იმერეთში - 1 193.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 309 პირი, მათ შორის, თბილისში - 480, აჭარაში - 150, იმერეთში - 422. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 40, იმერეთში - 28.

1 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 778 - თბილისში, 308 - აჭარაში.

173 150 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0.
Print

სტატიის გამოყენების პირობები