ახალი ამბები
ქარელში უკანონო სამხერხაო აღმოაჩინეს
ლენტური ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი ჰქონდა განთავსებული მოქალაქეს ქარელის მუნიციპალიტეტში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლების ცნობით, სახერხ საამქროს სალესი მოწყობილობაც გააჩნდა.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსებული იყო 27 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი, 1 ერთეული ნახევრად გადამუშავებული მორი და 0,6 კუბური მეტრი მოცულობის ძელაკი და ფიცარი.

დღს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 1 ფაქტი გამოვლენილია დედაქალაქში, 2 - იმერეთში, 1 - კახეთში, 1 - სამეგრელოში, 1 კი, შიდა ქართლში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები