ახალი ამბები
გორის საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს
გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე თანამდებობიდან გადააყენეს

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს 8 დეპუტატმა მიიღო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს:

პარტია ქართული ოცნების, რესპუბლიკელებმა, ლეიბორისტებისა და ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენელებმა.

პაპუნა კობერიძის იმპიჩმენტის საკითხს ხმა ერთხმად შემდეგმა წევრებმა დაუჭირეს:

ქართული პარტიიდან


რამაზ იოსელიანი
ლერი ლაფაჩი
ილია მეტრეველი
გიორგი ამბოკაძე

ნაციონალური მოძრაობიდან

მინდია გოდერძიშვილი

თავისუფალი დემოკრატებიდან


თამარ თედლიაშვილი
დავით წეწვაძე

დამოუკიდებელმა წევრმა


სოსო ფალელაშვილი 

იმპიჩმენტამდე პაპუნა კობერიძემ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ის კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთგული რჩება, კოალიციის ერთგული რჩება ასევე ,,ეროვნული ფორუმი" რომლის წარმომადგენელიცაა და დეპუტატებს გონივრული გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა.

სხდომა გრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები