ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 918 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 22 თებერვალი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 12 101 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 565 769.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 30.65% ხოლო 7 დღის მანძილზე - 28.55%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 422 540.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 933 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 5 269 შემთხვევა, აჭარა - 659, იმერეთი - 1 935, ქვემო ქართლი - 578, შიდა ქართლი - 918, გურია - 471, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 801, კახეთი - 795, მცხეთა-მთიანეთი - 340, სამცხე-ჯავახეთი - 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 136.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 127 270 საიდანაც:

5 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 242, აჭარაში - 609, იმერეთში - 977.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 230 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 140, იმერეთში - 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 37, იმერეთში - 28.

860 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 574 - თბილისში, 151 - აჭარაში.

121 052 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 7, ხოლო აჭარაში - 0.
Print

სტატიის გამოყენების პირობები