ახალი ამბები
როგორ ხორციელდება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შშმ პირთა დასაქმება
გორში შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაციის საკითხებზე საქართველოში სემინარი გაიმართა.

მონაწილეებს შშმ პირების დასაქმების სლოვაკური გამოცდილება გაუზიარეს, სხვადასხვა ქვეყნებში შშმ პირთა დასაქმების საუკეთესო მაგალითები წარადგინეს, განიხილეს შშმ პირთა პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხები საქართველოში. მონაწილეები, ასევე გაეცნენ შშმ პირთა საჭიროებებზე ჩატარებული კვლევის შედეგებსა და შემუშავებულ რეკომენდაციებს.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლის რეგიონიდან 30-მა მონაწილემ, გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების, ბავშვთა დაცვისა და ზრუნვის განყოფილების, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და შშმ პირებთან მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

სემინარი ორგანიზებული იყო ,,საზოგადოება ბილიკისა“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENT-ის ერთობლივი პროექტის „დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ორგანიზაცია Slovak Aid.



Print

სტატიის გამოყენების პირობები