ახალი ამბები
ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკუთარი სურვილით გადადგა
ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა.

ამის შესახებ ნინო ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღო.

მისი თქმით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ,,ქართული ოცნების" დისკრედიტაცია, მათ შორის, მოღალატეების მხრიდან.

,,არ ვაპირებ ჩავერთო სკამების გადანაწილების პროცესში, მიმდინარეობს ბინძური კამპანია, მათ შორის, მოღალაატების მხრიდან" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის გამოსვლა ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ სოსო ფალელაშვილმა გააპროტესტა.

ფალელაშვილმა ნინო ზურაბიშვილს კორექტული საუბრისკენ მოუწოდა.

ზურაბიშვილისა და ფალელაშვილს შორის კამათი რამდენიმე წამი გაგრძელა.

,,ჩემ გამოსვლის შემდეგ არ გაქვს უფლება სიტყვით გამოხვიდე. თუ რამე პრეტენზია გაქვს და არ მოგწონს, შეგიძლია სასამართლოს მიმართო" - უთხრა ზურაბიშვილმა ფალელაშვილს.

ფალელაშვილის თქმით, მართალია, ზურაბიშვილის გამოსვლა საკუთარ თავზე არ მიიღო, თუმცა ამ ტონით  საუბრის უფლება აწ უკვე ყოფილ თანამდებობის პირს არ ჰქონდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები