ახალი ამბები
27 თებერვალს გორის უნივერსიტეტის სტუდენტები უკრაინელების მხარდასაჭერად აქციას გამართავენ
27 თებერვალს 14 საათზე გორში, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სტუდენტები ავრცელებენ.

აქცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, მშვიდობიანი აქცია უკრაინელი ხალხისადმი თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, იმართება.

,,გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო და თანადგომას ვუცხადებთ უკრაინელ ძმებსა და დებს, სწორედ ამიტომ, კვირას 27 თებერვალს 14:00 საათზე გორის სახელმწიფო სასწვლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაიმართება, მშვიდობიანი აქცია უკრაინელი ხალხისადმი თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით. იმედი გვაქვს ბევრი სტუდენტი და გორელი ადამიანი შემოგვიერთდება. გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ! მშვიდობა უკრაინას,საქართველოსა და მსოფლიოს'' - აღნიშნულია განცხადებაში.

24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. პუტინის ხელისუფლების მიზანია უკრაინის მთავრობის დამხობა იმისათვის, რომ ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება სურს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები