ახალი ამბები
,,დღეს თავისუფლების ბედი უკრაინაში წყდება'' - გორის სკოლა ეისი
გორის სკოლებში გრძელდება აქციები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

ამჯერად, აქცია სკოლა ეისის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გამართეს.

,,ყველაზე ფასეული, რაც კაცობრიობას მოუპოვებია, თავისუფლებაა, ყველაზე დასაფასებელიც სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლა და მისთვის მებრძოლნი არიან. დღეს თავისუფლების ბედი უკრაინაში წყდება. ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა პატრიოტ და თავისუფლების მოყვარულ უკრაინელებს'' - აღნიშნულია ეისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები