ახალი ამბები
ზეღდულეთში მოქალაქეების ცემაში სოფლის დეპუტატს ადანაშაულებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მამაკაცებს სცემეს. ფოტოებზე სერგო გოგიძე და აკაკი ცერცვაძეა.

როგორც ნაცემი მამაკაცების ახლობლები აცხადებენ, შემთხვევა სოფლის სარიტუალო დარბაზში მოხდა:

,,ერთ-ერთი ადგილობრივი აღნიშნავდა დაბადების დღეს. ამ სუფრას ესწრებოდა კობაც. ბიჭებს მასთან მოუვიდათ შელაპარაკება. კობამ გორიდან გამოიძახა თავისი სასტავი - 2 მანქანით ამოვიდნენ სოფელში და დაჟეჟეს ხალხი'' - გვითხრეს ახლობლებმა, რომლებმა ფოტოებიც მოგვაწოდეს.

როგორც ახლობლები ამბობენ, ნაცემია იუბილარი, ასევე სიძე და მოყვარე.

რაც შეეხება კობას, საუბარია სოფლის დეპუტატზე - კობა ბერიანიძეზე. ის ზეღდულეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატია საკრებულოში.

კობა ბერიანიძე აცხადებს, რომ სუფრაზე სხვა პირებს მოუვიდათ შელაპარაკება:

,,შელაპარაკება მოუვიდათ ბიჭებს. პირიქთ, მე ვუთხარი, არ იჩხუბოთ-მეთქი. რა რეაგირება უნდა მომეხდინა. სადაც რამე მოხდება, ყველაფერზე მე უნდა ვაგო პასუხი?'' - უთხრა კობა ბერიანიძემ ჟურნალისტებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები