ახალი ამბები
აქცია მერეთის საჯარო სკოლაში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხსა და თანატოლებს მშვიდობა უსურვეს.

მე-7 დღეა უკრაინაში ომი მიმდინარეობს. 24 თებერვალს რუსეთის სამხედროები შეიჭრნენ და უკრაინის ხელისუფლების შეცვლას ცდილობენ.

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარებული წესით მოითხოვა, რასაც ევროსაბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები