ახალი ამბები
,,დიდება უკრაინას'' - საქველმოქმედო აქცია ქვახვრელის საჯარო სკოლაში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს.

უკრაინელებისთვის შეაგროვეს საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე პროდუქტები. უკრაინას და უკრაინელ ხალხს კი მხარდაჭერა გამოუცხადეს იმ მძიმე დღეებში, რომელშიც დღეს იმყოფებიან.

აქციაში ჩართულები იყვნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები. ტრანსპორტით მერის წარმომადგენელი დაეხმარა. საორგანიზაციო საკითხებში კი დახმარება საზოგადოება ,,ბილიკმა'' გაუწია.



,,ახალგაზრდები ითავისებენ იმ ტრაგედიას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, სადაც რუსეთის აგრესიას ებრძვიან. ცდილობენ გამოხატონ თანადგომა და მხარდაჭერა'' - აცხადებენ ქვახვრელის სკოლაში.



შეგახსნებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. საომარი მოქმედებები ერთი კვირაა გრძელდება. საომარი მოქმედებების ფონზე უკრაინამ მოითხოვა დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება. ევროსაბჭო ამ განაცხადს უკვე დაეთანხმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები