ახალი ამბები
კრემლის პროპაგანდისტული საიტი ,,სპუტნიკ - სამხრეთ ოსეთი'' დაიბლოკა
სპუტნიკის ერთ-ერთი ვებ-გვერდი, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შესახებ მასალებს აქვეყნებდა, აღარ იხსნება. 

დაბლოკვის მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ აღნიშნული მედია რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება.

რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს არ უწოდოს ომი და ინფორმაცია გაავრცელოს მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით.

კრემლის მიერ კონტროლირებად მედიას - RT-ს და Sputnik-ს ბლოკავენ სოციალური ქსელებიც. იუტუბმა და ფეისბუკმაც დაბლოკეს რუსეთის სახელმწიფო მედიაზე წვდომა ევროპელი მომხმარებლებისთვის.

რუსეთის ფედერალური უწყება „როსკომნადზორ“-ი კი, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის საიტის (Svoboda.org) დაბლოკვით იმუქრება და საფუძვლად ასახელებს გენერალური პროკურატურის მიმართვას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები