ახალი ამბები
,,ერთი სიმბოლური ჟესტი მაინც გააკეთეთ: დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში'' - პოლონეთის ელჩი
პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი აცხადებს, რომ თუ საქართველოს არ შეუძლია რუსეთის მიმართ სანქციებში მონაწილეობის მიღება, შეუძლია სხვა ღონისძიებებს მიმართოს.

მაგალითად, გორში დაიხუროს საბჭოთა ბელადის სტალინის მუზეუმი.

ამის შესახებ ელჩმა მაშკიევიჩმა 4 მარტს თბილისში "რონდელის ფონდის" ორგანიზებულ დისკუსიაზე, "რუსეთის შეჭრა უკრაინაში", გამოსვლის ბოლოს განაცხადა:

"ბოლოს, მსურს, მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს. ერთი შემოთავაზება მაქვს. მესმის, რომ თქვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ – ხართ პატარა ქვეყანა უზარმაზარი მეზობლით, რთულ ეკონომიკური მდგომარეობაში ხართ და არ შეგიძლიათ ხმამაღლა გამოხვიდეთ რუსეთის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროთ სანქციებს. კეთილი, მაგრამ გთხოვთ, ერთი სიმბოლური ჟესტი მაინც გააკეთეთ: დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში. გმადლობთ". - აცხადებს ელჩი.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. მე-9 დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, რაშიც საქართველო არ მონაწილეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები