ახალი ამბები
,,თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს!''
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს პირდაპირი ვიდეოჩართვით მიმართა. როგორც აქციის ორგანიზატორმა და წამყვანმა, მიშა მშვილდაძემ თქვა, აქციის მონაწილეებისთვის მიმართვის სურვილი პრეზიდენტმა თავად გამოხატა.

"მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს! ვდგავარ პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში და უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ნაწილი. ქართველი ხალხის ღირსებაა, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის! ჩვენც იქ ვართ და იქ ვიქნებით. მინდა, რომ აქედან პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა გამოვუცხადო. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს! ამისთვის ძალიან დიდი მადლობა!" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები