ახალი ამბები
როკის გვირაბი მეოთხე დღეა დაკეტილია
მეოთხე დღეა როკის გვირაბი დაკეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ოფიციალური სააგენტოს ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ტრანსკავკასიური მაგისტრალი თოვლისა და ზვავსაშიშროების გამოა ჩაკეტილი.

"ამჟამად მიმდინარეობს გზის გაწმენდა ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან. ამიერკავკასიის ავტომაგისტრალი, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს, მეოთხე დღეა დაკეტილი რჩება", - წერია ,,რესის'' განცხადებაში.

ამავ წყაროს ცნობით, ჯერ არ არის ზუსტი ინფორმაცია ცნობილი, თუ როდის გაიხსნება გზა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები