ახალი ამბები
კომოს ტბაზე კრემლის ჟურნალისტის სოლოვიოვის ორი ვილა დააყადაღეს
იტალიაში, კომოს ტბაზე 8 მილიონი ევროს ღირებულების ორი ვილა რუს პროპაგანდისტ ტელეწამყვანს და პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერს, 58 წლის ვლადიმირ სოლოვიოვს გაუყინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. რადიო იუწყება, რომ ოპერაცია სპეციალური სავალუტო პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს, ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს მიერ სუპერმდიდარი რუსებისთვის გათვალისწინებული სანქციების გამო.

გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო მთელი იტალიის ტერიტორიაზე.

"შევიძინე, არანორმალური გადასახადები გადავიხადე, ყველაფერი გავაკეთე", - თქვა წამყვანმა ბოლო დღეებში თავის ერთ-ერთ გადაცემაში. ორივე ვილა მდებარეობს კომოს პროვინციაში.

ვლადიმირ სოლოვიოვი ცნობილია უკრაინის მიმართ უკიდურესად მტრული დამოკიდებულებითა და რუსეთის ხელისუფლების ქებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები