ახალი ამბები
5 მარტს ვარიანში სტალინის ძეგლს თავი მოსტეხეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლს თავი მოსტეხეს.

ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო ,,ტაბულამ'' გამოქვეყნა. მედიის ცნობით, ძეგლი თავის გარეშე უცნობმა ახალგაზრდებმა დატოვეს.

როგორც qartli.ge წერდა, ვარიანში საბჭოთა დიქტატორის ძეგლის მშენებლობა 2022 წლის თებერვალში დაიწყო და 5 მარტს უნდა გახსნილიყო.

თუმცა, 5 მარტის ღამეს ძეგლი დააზიანეს. 5 მარტი საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის გარდაცვალების დღეა.
მანამდე, თებერვლის დასაწყისში, ასევე უცნობმა პირებმა ძეგლს წითელი საღებავი შეასხეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები