ახალი ამბები
საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებით მორიგი თვითმფრინავი გაფრინდა
საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებით მორიგი თვითმფრინავი გაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საელჩო ავრცელებს.

,,40 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, პროდუქტები, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები და ყველაფერი, რაც ახლა უკრაინელ ხალხს სჭირდება.'' - წერია განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელეს.

საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში სპეციალური შტაბები ფუნქციონირებს. პროდუქტებისა და სხვა საჭირო მასალების მიტანა მოქალაქეებს და ორგანიზაციებს მერიის შენობებში განთავსებულ შტაბებში შეუძლიათ მიიტანონ.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები