ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზიდან ლარსის გამშვებ პუნტქამდე
მძიმეტვირთიანი ავტომანქანებისთვის მოძრაობა დაკეტილია.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემა ,,კავკაზსკი უზელი"
ავრცელებს.
საინფორმაციო სააგეტოს ცნობით, მოძრაობის შეზღუდვა უამინდობამ
გამოიწვია.
გზის გადაკეტვა 2016 წლის 6 თებერვლის საღამოდან დაიწყო, რადგან
შესაბამისმა სამსახურებმა მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილებაზე
პასუხისმგებლობა ვერ აიღეს.
მიმდინარე თვეს, ანალოგიური შეზღუდვა, 2 თებერვალს მოხდა.
სტატიის გამოყენების პირობები