ახალი ამბები
ხაშურიდან უკრაინის დასახმარებლად მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
უკრაინასთან დამეგობრებული ქალაქების დასახმარებლად შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთვი გაგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.

ტვირთი, პირველ რიგში, დამეგობრებულ ქალაქებისთვისაა განკუთვნილი.

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ, სარეზერვო ფონდიდან ფინანსური რესურსი გამოყო. გარდა ამისა, ხაშურის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის ერთსულოვნებისთვის სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა მოქალაქეს, ვინც წვლილი შეიტანა ჰუმანიტარულ აქციაში.''- აღნიშნავენ მერიაში.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები