ახალი ამბები
ბიბილოვმა ოსური ენის გამოცდა ჩააბარა, ტესტში 10 შეცდომა უპოვეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა ოსურ და რუსულ ენების გამოცდები ჩააბარა. დოკუმენტი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ოპოზიციამ ოსურ ენაზე დაწერილ კარნახში 10 შეცდომა უპოვა. როგორც ოპოზიცია აცხადებს, კანონის მიხედვით კანდიდატმა კარნახის დროს მინიმუმ 8 შეცდომა უნდა დაუშვას:

,,შესაბამისად, ანატოლი ბიბილოვს არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. თუ ცესკო ამას მაინც გააკეთებს, ეს ჩაითვლება უსამართლობად'' - აცხადებენ ოპოზიციონერები.

ტექსტის მიხედვით, ანატოლი ბიბილოვმა დაუშვა შემდეგი შეცდომები:

1. ყმუოდნენ მგლები და ჯულბარსი სიბრაზით აწკმუტუნდა - და-ს წინ მძიმე უნდა.

2. სიბრაზის - мӕсты, არასწორი ფორმაა - мӕшты.

3.Никуыуал - აღარასდროს, შეცდომაა - никуы уал.

4.Иу хатт - ერთხელ, შეცდომაა - иу-хатт.

5.Сыздӕхт - გაბრუნდა, შეცდომაა - сыздӕхд.

6. პატრონმაც გაიწია და მანაც შეჰყეფა - და-ს წინ მძიმე აკლია.

7. Ӕрхъуыды кӕнын - მოგონება, შეცდომაა - ӕрхъуды.

8.Дыггаг/дыккаг - მეორე, შეცდომაა - дыгкаг.

9.Сыхxормаг - მოშივდა, შეცდომაა - сыхормаг.

10. Никуыцӕй - არსაიდან, შეცდომაა - никуцай
Print

სტატიის გამოყენების პირობები