ახალი ამბები
,,გორმედიდან'' უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნეს
სამედიცინო ქსელი ,,გორმედი“ უკრაინის კლინიკებს დახმარების სახით 200-ზე მეტ ყუთ სამედიცინო სახარჯ მასალებს, აღჭურვილობას და პირველადი საჭიროების სამედიცინო ნაკრებებს უგზავნის.

უკრაინელი კოლეგების სოლიდარობის ნიშნად, ჰუმანიტარული ტვირთი სატრანსპორტო საშუალებაში თავად ექიმებმა ჩატვირთეს.



,,სამედიცინო ქსელი ,,გორმედი“ თანადგომას უცხადებს უკრაინელ კოლეგებს, დაზარალებულ მოსახლეობას და დახმარების სახით უკრაინის კლინიკებს 200-ზე მეტ ყუთ სამედიცინო სახარჯ მასალებს, აღჭურვილობას და პირველადი საჭიროების სამედიცინო ნაკრებებს უგზავნის. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ,,გორმედი“ უწყვეტ რეჟიმში ემსახურებოდა საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულებს, შესაბამისად, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა რთულ ვითარებაში უწევთ ახლა მუშაობა ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და ყველაზე მეტად რა ტიპის სამედიცინო მასალები ესაჭიროებათ. თანადგომას ვუცხადებთ უკრაინის კლინიკების სამედიცინო პერსონალს და დაზარალებულ მოსახლეობას. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. ", - აცხადებენ ,,გორმედის" ადმინისტრაციაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები