ახალი ამბები
გორელი მოხალისე პოლონეთში, რომელიც უკრაინელებს ეხმარება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისელი გიორგი ედიშერაშვილი პოლონეთში წავიდა იმ მიზნით, რომ დაეხმაროს უკრაინელებს. მანამდე ლაგოდეხის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მუშაობდა.

"ვყიდულობთ და ვაგროვებთ საჭირო ნივთებს, მიგვაქვს გამანაწილებელ ორგანიზაციებში და ამ გზით ვამარაგებთ უკრაინაში მყოფ მოხალისეებსა და მებრძოლებს. გვინდა ჩვენს მეგობარ ქვეყანას კრიზისული მდგომარეობის გადატანაში დავეხამროთ და საქართველო ღირსეულად წარმოვაჩინოთ ამ კონფლიქტში. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის მცირე აქტივობა და წვლილი სწორედ ქვეყნის ღირსების საქმეა. გარდა ამისა, უკრაინაში მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომელთა გვერდში დგომა და გამხნევება, ჩემი, როგორც მეგობრის პირდაპირი მოვალეობაა" – გვიყვება გიორგი.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აგროვებს ინფორმაციას მოხალისეობრივ ინიციატივებზე, აქტივობებსა და კამპანიებზე, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად განხორციელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები