ახალი ამბები
ჰააგის სასამართლომ ცხინვალის 3 ყოფილ მაღალჩინოსანზე დაპატიმრების ბრძანება გასცა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა.

ამის შესახებ პროკურორმა განცხადება ტვიტერზე გაავრცელა. კარიმ ხანმა შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთეა:

"დღეს გავაფორმე მოთხოვნა საქართველოს ვითარებაზე სამი პირის დაპატიმრებაზე. ესენი არიან: გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე; ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში; დავიდ გიორგის ძე სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში".

Print

სტატიის გამოყენების პირობები