ახალი ამბები
,,კონსერვატიული მოძრაობის'' ლიდერები პარტიული დელეგაციით რუსეთში მიდიან
კონსერვაიული მოძრაობის წევრები პარტიული დელეგაციით რუსეთში მიდიან. ამის შესახებ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ ტვპირველთან საუბარისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში მთელი პარტიული დელგაცია მიდის.

,,რუსეთში ჩვენ მივდივართ, მთელი პარტიული დელეგაციით უახლოეს პერიოდში", – განაცხადა მორგოშიამ, რომელიც ასევე არის პრორუსული ორგანიზაცია "ალტ-ინფოს" ლიდერი.

მორგოშია განმარტავს, რომ მოლაპარაკებას გამართავენ რუსეთის ,,იმ პოლიტიკურ წრეებთან, ვისაც ხელეწიფება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დალაგება".

გუშინ, 13 მარტს "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერმა ზურაბ მახარაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნავს, რომ "სხვა ფორმატში, უშუალოდ ადგილზე" მოუწევს ყოფნა და თბილისიდან გარკვეული პერიოდით მიდის.''

ცნობისათვის პარტიამ რეგიონებში 60-ზე მეტი ფილიალი გახსნა. მათ შორის გორში. გორში ოფისი იმ დღით გაიხსნა, როდესაც რუსეთი, 24 თებერვალს, უკრაინაში შეიჭრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები