ახალი ამბები
ბიბილოვი წინასაარჩევნო პერიოდში შვებულებაში გასვლას არ აპირებს
ანატოლი ბიბილოვი წინასაარჩევნო პერიოდში შვებულებაში გასვლას არ აპირებს.

ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა დინა გასიევმა განაცხადა.

სააგენტო რესის ცნობით, ბიბილოვს შეუძლია ე.წ. კონსტიტუციური უფლების გამოყენება და პრეზიდენტის პოსტიდან გადაგდეს, თუმცა ამას არ გამოიყენებს.

როგორც  პრეს-სპიკერი აცხადებს, ბიბილოვს პრეზიდენტის რანგში ბევრი საქმე აქვს.

შეგახსენებთ, 2022 წლის 10 აპრილს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები იმართება, სადაც წარდგენილია 14 კანდიდატი. მათ შორისაა ანატოლი ბიბილოვიც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები