ახალი ამბები
უკრაინიდან დევნილ ოჯახებს, რომლებმაც ცხოველები არ მიატოვეს, გორში კლინიკა ,,მარკო'' უფასოდ დაეხმარება
გორში ვეტერინარული კლინიკა ,,მარკო'' უკრაინიდან დევნილებს დაეხმარება, ვინც შინაური ცხოველები არ დატოვა და საქართველოში ჩამოიყვანა.

კლინიკის ხელმძღვანელი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ,,დევნილ'' შინაურ ცხოველებს ყველანაირი მომსახურება გაეწევათ უფასოდ.

..მომსახურებაში შედის ნებისმიერი სახის მანიპულაცია; აცრები; დიაგნოსტიკა; მკურნალობა; სტერილიზაცია; კასტრაცია. აბსოლუტურად ყველა მომსახურება უფასო.'' - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

მსურველებს შეუძლიათ დაუკავშრიდნენ შემდეგ ნომერზე: 557519161

Photo; Ратынский Вячеслав / UNIAN
Print

სტატიის გამოყენების პირობები