ახალი ამბები
ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან 13 სამხედროა დაღუპული რუსეთ-უკრაინის ომში
დღეს ცხინვალში დაკრძალეს 35 წლის ანდრეი ბაკაევი. ის რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა და რუსეთის 58-ე არმიის რიგებში, სერჟანტად ირიცხებოდა.

ოსური მედიის ცნობით, ბაკაევს ორი შვილი დარჩა.

რაც შეეხებ ჩრდილოეთ ოსეთს, აქ გარდაცვლილთა რაოდენობა უფრო მეტია. სააგენტო ,,ალანიას'' ცნობით, სულ 12 სამხედრო დაიღუპა.

ჩრდილოეთ ოსეთში დაღუპულთა უმეტესობა 26-დან 28 წლამდე ასაკის იყვნენ.

რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, რომლის მიზანს პრორუსული მთავრობით შეცვლა წარმოადგენს.



1. ფოტო - ცხინვალი, ანდრეი ბაკაევის დაკრძალვა



2. აკოფ კაზარიან - მოზდოკიდან, 26 წლის



3. მაირბეკ გულიევი და ოსმან იბრაგიმოვი - 



4. ელბრუს კოჩიევი - 26 წლის
Print

სტატიის გამოყენების პირობები