ახალი ამბები
გორში ალტ-ინფოს ოფისის წინ დაპირისპირება მოხდა
გორში ალტ-ინფოს ოფისის წარმომადგენლებსა და მოქალაქე მაია სიჭინავას შორის დაპირისპირება მოხდა.

მაია სიჭინავა ოფისის დახურვას და კონსერვატიული მოძრაობის გაუქმებას ითხოვდა. დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.

ადგილზე პოლიცია მივიდა, სამართლადამცველებმა გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყეს.

ენმ-ს ოფისში აცხადებენ, რომ სიჭინავა პარტიის მხარდამჭერია მხოლოდ, ხოლო აქცია მათ მიერ ორგანიზებული არ ყოფილა.

ალტ-ინფო პრორუსული ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ,,კონსერვატიული მოძრაობის'' ოფისი გახსნა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები