ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლი თბილისში ჩამოასვენეს
24 მარტს, გამთენიისას, უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი სამხედრო, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი, თბილისში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯარისკაცების ცხედრებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად, მოქალაქეებიც დახვდნენ.

აეროპორტიდან გია ბერიაშვილის ცხედარი თემქის სასაფლაოზე გადაასვენეს, დავით რატიანის ცხედარი კი ამ ეტაპზე სახლში გადაასვენეს.

უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

უკრაინაში დაღუპული მესამე ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას ცხედარი ჯერჯერობით საქართველოში არ გადმოუსვენებიათ. იგი მარიუპოლში დაიღუპა, რომელიც ალყაშია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები